08:33 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 17:00:30, 2183 ნახვა

მსოფლიო
ერევანში მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

ერევანში მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეები სამართალდამცველების ცოცხალი ჯაჭვის კედლის გარღვევას ცდილობენ, თუმცა პოლიცია მათ აღნიშნულის საშუალებას არ აძლევს.

ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიპიანი აცხადებს, რომ პარლამენტის შენობაში მხოლოდ დეპუტატებს შეუშვებს.

მოვლენები მარშალ ბაგრამიანის გამზირზე ვითარდება, სადაც პარლამენტის შენობაა განთავსებული.

საპროტესტო აქციების მიუხედავად, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინეს. სომხეთის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

 შეგახსენებთ,  რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. მათი თქმით, აქციების მიზანია 17 აპრილს სომხეთის პარლამენტის შენობის ბლოკირება და პრემიერ-მინისტრის არჩევნების ჩაშლა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics