07:05 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-14 15:10:22, 2139 ნახვა

მსოფლიო
მერკელი: სირიაში სამხედრო ჩარევა აუცილებელი და გამართლებული იყო

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის შეფასებით, სირიაში სამხედრო ჩარევა აუცილებელი და გამართლებული იყო, - ამის შესახებ DW იუწყება.

როგორც მერკელმა აღნიშნა, მსგავსი ნაბიჯებით უნდა შენარჩუნდეს მსოფლიო ბოიკოტი ქიმიური იარაღის წინააღმდეგ.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ფაქტს, რომ ჩვენმა ამერიკელმა, ბრიტანელმა და ფრანგმა მოკავშირეებმა ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს. სამხედრო ჩარევა აუცილებელი და გამართლებული ნაბიჯი იყო, რათა შენარჩუნდეს ქიმიური იარაღის მიმართ მსოფლიო ბოიკოტი და სირიული რეჟიმი მომდევნო შეცდომებისგან დავიცვათ", - განაცხადა მერკელმა.

ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. სარაკეტო დარტყმას მსოფლიო ლიდერები უკვე გამოეხმაურნენ. საერთაშორისო კოალიციის ქმედებებს მხარი ევროკავშირმა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა დაუჭირეს. რაც შეეხება რუსეთს, ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია და სირიაზე განხორციელებული იერიში დაგმო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics