07:05 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-14 11:44:17, 2020 ნახვა

მსოფლიო
ტუსკი: სირიული რეჟიმი რუსეთთან და ირანთან ერთად, ამ ადამიანურ ტრაგედიას ვეღარ გააგრძელებს

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი საერთაშორისო კოალიციის მიერ სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას დადებითად აფასებს.

შესაბამისი განცხადება ევროსაბჭოს თავმჯდომარემ Twitter-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა.

„აშშ-ს, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დარტყმები იმაზე მეტყველებს, რომ სირიული რეჟიმი რუსეთთან და ირანთან ერთად ვეღარ გააგრძელებს ამ ადამიანურ ტრაგედიას, ყოველშემთხვევაში ისე არა, რომ სანაცვლოდ პასუხი არ აგონ. ევროკავშირი მოკავშირეებთან ერთად სამართლიანობის მხარეს იქნება“, - წერს დონალდ ტუსკი.

ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics