07:08 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-14 10:03:03, 1995 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი: სირიელ ხალხზე „არაბული გაზაფხული“, ISIS-ი და ახლა ამერიკული „ჭკვიანი რაკეტები“ გამოსცადეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას ეხმაურება.

როგორც ზახაროვა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, "სირიელ ხალხზე ჯერ „არაბული გაზაფხული" გამოსცადეს, შემდეგ „ისლამური სახელმწიფო", ახლა კი, ამერიკული "ჭკვიანი რაკეტები".

"სირია, სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცდილობს ტერორისტული აგრესიის პირობებში გადარჩეს. ამ სახელმწიფოზე ავიაიერიში განახორციელეს. ამ ყველაფრის უკან ისინი დგანან, ვინც მსოფლიოში მორალურ ლიდერობაზე პრეტენზიას აცხადებენ. ნამდვილად განსაკუთრებული უნდა იყო, რომ სირიას ცეცხლი იმ მომენტში გაუხსნა, როდესაც ქვეყანამ მშვიდობიანი მომავლის შანსი მიიღო. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ სირიამ გამოიყენა ქიმიური იარაღი. ასეთი დასკვნა ამერიკამ მედიაში გავრცელებული ვიდეოების, ფოტოების და სხვა მასალების მეშვეობით გამოიტანა. ახლა მედიამ საკუთარ პასუხისმგებლობაზე უნდა იფიქროს", - წერს ზახაროვა.

ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics