|
2018-04-12 15:49:45, 1033 ნახვა
რეგიონი
ხულო-გოდერძის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი გახსნილია
ბათუმი-ხულო-ახალციხის ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ხულო-გოდერძის მონაკვეთზე დღეს მოძრაობა აღდგა, ხვალ დღის ბოლომდე გაიხსნება ასევე ახალციხესთან დამაკავშირებელი გზაც. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე პირადად გაეცნო აღნიშნულ გზებზე არსებულ მდგომარეობას. კურორტზე თოვლის საფარი გვიან გაზაფხულამდე ნარჩუნდება. აპრილის შუა რიცხვებში ჩაკეტილი გზების სრული გაწმენდითი სამუშაოები ტარდება და ხდება საავტომობილო მოძრაობის აღდგენა. როგორც ზურაბ პატარაძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია საგაზაფხულო სამუშაოები დროულად და ეფექტურად ჩატარდეს, რაც ხელს შეუწყობს ერთი მხრივ მოსახლეობის გადაადგილებას, მეორე მხრივ კურორტზე სამშენებლო სამუშაოების განახლებასა და ახალი პროექტების დაწყებას. ზურაბ პატარაძესთან ერთად კურორტზე იმყოფებოდნენ მაღალმთიანი აჭარიდან მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე, ხულოს მერი გოჩა მელაძე, კურორტ „გოდერძი რიზორტის" დირექტორი ზურაბ ჭურკვეიძე და აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი. ხულოს მერის ინფორმაციით, მომდევნო ეტაპზე დაიწყება კურორტ ბეშუმის მიმართულებით გზის მოწესრიგებისა და ახალი საფარის დაგების სამუშაოები.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)