09:59 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-12 12:41:24, 862 ნახვა

რეგიონი
„სპუტნიკი“: თურქეთში მსოფლიო სამედიცინო, სპორტული და ალტერნატიული ტურიზმის კონგრესში აფხაზეთის დელეგაციაც მონაწილეობდა

მსოფლიო სამედიცინო, სპორტული და ალტერნატიული ტურიზმის კონგრესში „Hestourex“, რომელიც თურქეთში ჩატარდა, ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაციაც მონაწილეობდა.  ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკი“ ავრცელებს.

კონგრესი 5-8 აპრილს მიმდინარეობდა.

როგორც სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვოვანი ქირურგიის განყოფილების გამგემ თემურ ლაგვილავამ განაცხადა, ოკუპირებული აფხაზეთის „ჯანდაცვის მინისტრი“ თამაზ წახნაკია, ანტალიის მერს და თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსს შეხვდა.

 „ჩვენ ვისუბრეთ აფხაზეთის მრავალფეროვან ბუნებაზე, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ასევე, ჩვენ გვყავს პროფესიონალი ქირურგები, რომლებიც მაღალი სტადარტების ოპერაციებს აკეთებენ.  ჯანდაცვის მინისტრი თამაზ წახნაკია, რომელიც ჩვენს დელეგაციას ხელმძღვანელობდა, შეხვდა ანტალიის მერს, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსს. ასევე შეხვედრები გვქონდა მარმარისის უნივერსიტეტის კლინიკაში, სტამბოლის ონკოლოგიურ ცენტრში და კლინიკა MedicalPark-ში“, - განაცხადა ლაგვილავამ.

მისივე თქმით, აფხაზი და თურქი ექიმები მომავალ თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ და ერთობლივ პროექტზეც იწყებენ მუშაობას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics