05:37 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 16:43:47, 2267 ნახვა

მსოფლიო
Figaro - სირიაზე სარაკეტო დარტყმის შემთხვევაში, საფრანგეთი ამას საკუთარი ტერიტორიიდან გააკეთებს

სირიაზე სარაკეტო დარტყმის განხორციელების შემთხვევაში, საფრანგეთი ამას არა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებული ფრანგული ბაზებიდან, არამედ საკუთარი ტერიტორიიდან გააკეთებს, - ამის შესახებ Figaro იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სამხედრო ლიდერებმა შესაბამისი ოპერაციის განხორციელების რამდენიმე ვარიანტი ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უკვე გადასცეს.

„სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუ დარტყმის განხორციელება გადაწყდება, საფრანგეთი ამას, სავარაუდოდ, არა იორდანიასა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში არსებული ფრანგული ბაზებიდან, არამედ ზემო მარნას დეპარტამენტში მდებარე სენ-დიზიეს ბაზიდან გააკეთებს“, - წერს გამოცემა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთი გააფრთხილა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს. 

თეთრი სახლის ლიდერს კრემლი უკვე გამოეხმაურა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, "ჭკვიანი" რაკეტები, რომლებზეც ტრამპი საუბრობს, "ტერორისტების მისამართით უნდა გაუშვან".

შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებს, ოფიციალური მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics