20:04 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-10 16:09:16, 1828 ნახვა

საზოგადოება
ნადირაშვილი - პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სანქტ-პეტერბურგის მერიის მაღალჩინოსნის დაცვის უფროსად მუშაობს

"ევროპული საქართველოს" წევრის ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხონაშვილი სანქტ-პეტერბურგის მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დაცვის უფროსად მუშაობს.

ნადირაშვილის თქმით, მან ამის შესახებ კითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს გრიგოლ ლილუაშვილს 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დაუსვა, სადაც სუს-ის 2017 წლის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობდა.

ნადირაშვილის განმარტებით, ის ლულუაშვილის პასუხს ვერ გაასაჯაროვებს, რადგან შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.

"ამ შეხვედრაზე დავინტერესდი, დამიდასტურებს თუ არა სუს-ის უფროსის მოადგილე ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი დღეს დასაქმებულია და მუშაობს სანქტ-პეტერბურგის მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დაცვის უფროსად. რადგან შეხვედრა იყო დახურული, მხოლოდ ჩემი კითხვის გამოტანა შემიძლია თქვენთვის. ამ შეკითხვაზე მინდოდა პასუხი მიმეღო იმიტომ, რომ ადამიანთან გამოძიებას კითხვები ჰქონდა, ამიტომ მნიშვნელოვანია, დღეს ის სად აგრძელებს ცხოვრებას და საქმიანობას", - განაცხადა ნადირაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics