20:04 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-10 10:58:41, 1432 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია „მეტრომანის“ დიზაინის კონკურსს აცხადებს

დედაქალაქის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით,საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100  წლის, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 27 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „მეტრომანის“ დიზაინის კონკურსს აცხადებს.

ამასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, წელს ყველა ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან 2018 წლის 26 მაისს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100  წლის, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 27 წლის იუბილეს აღნიშნავს.  თქვენ იცით, რომ ჩვენ ყოველწლიურად აღვნიშნავთ ამ დღეს თუმცა, გვინდა, რომ ეს მოვლენა მხოლოდ ერთი დღით არ შემოიფარგლოს და შეიქმნას ისეთი რამ, რაც თითოეულ ჩვენგანს უფრო ხშირად შეგვახსენებს მის მნიშვნელობას. ამიტომ, თბილისის მერია იზიარებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივას და აცხადებს კონკურსს სამგზავრო ბარათის - ე.წ. „მეტრომანის“ დიზაინზე, რომლის შინაარსი საქართველოს დამოუკიდებლობის ამსახველი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დიზაინის კონკურსში მონაწილეობის მსურველებს „მეტრომანის“ ესკიზის გამოგზავნა24 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ.დიზაინის შინაარსი  საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას უნდა ასახავდეს. შემოსულ ესკიზებსკომისია  შეაფასებს და 25 აპრილს10 საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს.

გამარჯვებული ავტორის ვინაობა5 მაისს, „მეტროსადგურ „რუსთაველში“ გახდება ცნობილი, სადაც „მეტრომანის“ საუკეთესო ესკიზების ერთდღიანი გამოფენა მოეწყობა.  შერჩეული ესკიზის ავტორი სიმბოლურ ჯილდოს მიიღებს, ხოლო მისი მიერ შექმნილი დიზაინით დაბეჭდილი „მეტრომანი“ იმავე დღესჩაეშვება გაყიდვაში.

 

(NS)

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics