17:44 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-05 19:52:56, 1381 ნახვა

საზოგადოება
საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz air  საქართველოდან რუმინეთის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. 

პირველი რეისი ბუქარესტის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით 3 ივლისს შესრულდება. ბუქარესტი-ქუთაისის მიმართულებით ფრენები კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება. ბილეთის ფასი 74.99 ლარიდან იწყება და დაჯავშნა ავიაკომპანიის საიტზე უკვე შესაძლებელია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz air-თან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი წარმატები დასრულდა. რუმინეთი რიგით მე-14 ქვეყანაა და მე-20 მიმართულება, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz air შეასრულებს.

"ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი  ავიაკომპანია Wizz air კიდევ ერთ ახალ მიმართულებას ამატებს. იწყება ავიამიმოსვლა საქართველო-რუმინეთს შორის, რასაც მივესალმებით. ეს არის ორ ქვეყანას შორის, ჯერჯერობით ერთადერთი პირდაპირი მიმართულება. ბუქარესტი, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში „პატარა პარიზის“ სახელით იყო ცნობილი, საქართველოს მოქალაქეებისთვის სრულიად ახალი მიმართულებაა. ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ ხელმისაწვდომ ფასად იფრინონ ევროპის კიდევ ერთ დედაქალაქში. იმედი გვაქვს, რომ მომავალში მსგავსი სიახლეები ადგილობრივი ეკონომიკის, ავიაციისა თუ ტურიზმის ინდუსტრიების გაუმჯობესებას და ქვეყნებს შორის საქმიანი კავშირების გაძლიერებას ხელს შეუწყობს", - განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მუდმივად მუშაობს ახალ ავიამიმართულებებზე. 17 მაისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz air-ის მეორე საჰაერო ხომალდი ბაზირდება, რომელიც რეგულარულ რეისებს ათენის, პარიზის, რომის, ბარსელონასა და პრაღის მიმართულებით შეასრულებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics