17:44 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-05 13:28:53, 1363 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - შახტაში დაშავებული ორი პაციენტი კონტაქტურია, მათ შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდათ

ტყიბულში, მინდელის შახტაში დაშავებული ორი პაციენტი კონტაქტურია და ისინი მკურნალობას იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში განაგრძობენ, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, დაშავებულებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე მოინახულებს. 

„ამ დროისთვს, იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობას ორი პაციენტი განაგრძობს. ორივე მათგანი კონტაქტურია. მათ უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი გამოკვლევები. ერთს ინტრაკრანიალური ტრავმა აღენიშნება, ხოლო მეორე მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

ტყიბულში, მინდელის შახტაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობა ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია. ვითარების შესასწავლად შრომის ინსპექტორთა ჯგუფი საწარმოო შემთხვევიდან რამდენიმე საათში გაიგზავნა“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics