|
2015-05-21 11:33:36, 802 ნახვა
ეკონომიკა
არჩილ მესტვირიშვილი: მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდისა და ზედამხედველობის კუთხით, მნიშვნელოვანი წარმატება გვაქვს
"მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდისა და ზედამხედველობის კუთხით, მნიშვნელოვანი წარმატება გვაქვს",- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილე არჩილ მესტვირიშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიშის მოსმენის დაწყებამდე განუცხადა. მესტვირიშვილის თქმით, კომიტეტის სხდომაზე სხვადასხვა მიმართულებით, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ღონისძიებები იქნება განხილული. "ეს ანგარიში მოიცავს 2014 წელს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს, მათ შორის, თუ რა გაკეთდა მონეტარული პოლიტიკის კუთხით, რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, როგორ გაიზარდა მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა, რა ხდებოდა ზედამხედველობის კუთხით. მნიშვნელოვანი წარმატება გვაქვს ორივე მიმართულებით, ასევე, რა ხდებოდა ფინანსური ბაზრების კუთხით, ასევე საკითხები, რომელიც ანგარიშსწორებებსა და მონაცემთა დაცვის უსაფრთხოებას ეხება",-განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა. რაც შეეხება საბანკო სექტორში არსებულ რისკებს, მესტვირიშვილის განმარტებით, ამ კუთხით განსაკუთრებული არაფერი ხდება და ეროვნული ბანკის მიზანია, მათზე რეაგირება მოახდინოს. ეროვნული ბანკის 2014 წლის წლიურ ანგარიშსს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში უსმენენ. ანგარიშს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილე არჩილ მესტვირიშვილი წარადგენს. ორშაბათს კი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე თავად ეროვნული ბანკის პრეზიდნეტი გიორგი ქადაგიძე წარდგება და 2014 წლის ანგარიშს განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)