03:53 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-03 17:20:25, 1925 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის უზენაესმა სასამართლომ სააკაშვილს დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსი არ მიანიჭა

უკრაინის უზენაესი სასამართლოს საკასაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა.

შესაბამისი დადგენილება საკასაციო სასამართლომ 28 მარტს გამოიტანა.

მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარემ სარჩელი 6 თებერვალს შეიტანა. ადვოკატები კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოსა და კიევის სააპელაციო ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებებს ასაჩივრებდნენ, რომლებმაც სააკაშვილს დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრეს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის რუსლან ჩერნოლუცკის განცხადებით, სასამართლომ საქმე მხარეების დაუსწრებლად განიხილა. მისი მტკიცებით, პროცესი მიკერძოებული იყო.

 მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აღნიშნულ საქმეზე დავის გაგრძეებას სტრასბურგის სასამართლოში გეგმავენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics