|
2018-04-02 12:11:36, 1817 ნახვა
კომენტარი
თბილისის მერის მოადგილე: არ გვინდა ის შრომა დაიკარგოს, რაც „სითი ინსტიტუტმა“ გასწია
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებს, რომ კომპანია "სითი ინსტიტუტთან" თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება რაციონალურია. ელოშვილის თქმით, 2-თვიანი ვადა მისაღებია მერიისთვის, რათა კომპანიამ ხარვეზები გამოასწოროს. "ჩვენი გუნდის აზრით ეს არის ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილება. არ გვინდა ის შრომა დაიკარგოს, რაც "სითი ინსტიტუტმა" გასწია. გვინდა ვიყოთ ძალიან სამართლიანები. გვინდა მათთან ვითანამშრომლოთ. 2 თვე არ არის დიდი ვადა, რომ ქალაქმა, მოსახლეობამ და ჩვენც ვერ მოვითმინოთ. შესაბამისად ის ხარვეზები რაც დავაფიქსირეთ ძალიან ინტენსიური მუშაობის პირობებში ამ ვადებში შესაძლებელია. სულ 3 მიმართულებაა, რომელიც უნდა დაზუსტდეს. პირველი ეს არის სამართლებრივი მხარე, კერძოდ როგორ უნდა მოხდეს უკვე არსებული დოკუმენტიდან ახალზე გადასვლა. მეორე მიმართულება არის ხარვეზები რომელიც არსებობდა საყრდენ დოკუმენტაციაში, რუქებში და ეს სავსებით გასწორებადია. მესამე ეტაპების სწორედ გადალაგება", - განაცხადა ელოშვილმა.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)