|
2018-03-30 12:27:31, 1853 ნახვა
სხვადასხვა
UN ESCAP-ის რეგიონული ქვეკომიტეტის შეხვედრა, შესაძლოა, თბილისში გაიმართოს
ტაილანდის სამეფოს დედაქალაქ ბანგკოკში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელ მდივანს, დოქტორ შამშად ახტარს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შამშად ახტარმა ლევან დავითაშვილს მადლობა გადაუხადა აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) მე-5 ფორუმში აქტიური ჩართულობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რეგიონული ჰაბი, UN ESCAP -ის პლატფორმას გამოიყენებს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, შესაძლებელია მომავალი UN ESCAP -ის რეგიონული ქვეკომიტეტის შეხვედრა თბილისში გაიმართოს. შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთში, ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკასა და ბანგლადეშში არჩილ ძულიაშვილი. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ შეხვედრაზე განაცხადა, ივლისში, „ღია მმართველობის ფორუმის” ფარგლებში, საქართველო მზად არის UN ESCAP-ის აღმასრულებელ მდივანს, დოქტორ შამშად ახტარს უმასპინძლოს. ლევან დავითაშვილი ტაილანდის სამეფოს დედაქალაქ ბანგკოკში, 28-30 მარტს აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) მე-5 ფორუმის თავმჯდომარეობდა, რომელიც დღეს იხურება. აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობს UN ESCAP-ის წევრი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის 600-მდე წარმომადგენელი და ფოკუსირებულია მდგრადი განვითარების მიზნების საკითხების განხილვასა და მათი შესრულების გლობალური თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გეგმების დასახვაზე.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)