|
2014-12-31 14:07:36, 6211 ნახვა
საზოგადოება
რა ჯდება ტრადიციული ქართული სახალწლო სუფრა?
საქართველოში საახალწლო სუფრის გაწყობა ერთი დიდი ხელოვნებაა, რომლის შესაქმნელადაც ქართული ოჯახები, არც ენერგიას და არც ფინანსებს არ იშურებენ. თუმცა რა უჯდებათ ჩვენს დიასახლისებს საახალწლო ხელოვნების ნიმუშის შექმნა, ამის გასარკვევად ჩვენ ბაზრებს, მაღაზიებსა და მსხვილ სუპერმარკეტებს ვეწვიეთ. გადავინაცვლოთ შედარებით მსუბუქ საკვებზე. თუ გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ვერ ასწრებთ სალათების მომზადებას, მათი შეძენა სუპერმარკეტებში შემდეგ ფასად შეგიძლიათ. 1 კგ მზა ოლივიე 8,50-დან 10 ლარამდე ღირს, ხოლო 1 კგ მზა ვინეგრეტი 5-დან 7,50 ლარამდე. ასევე სამარხვო კერძებს შორის გამოირჩევა ფხალეულობა, რომლის 1 კგ შეძენაც 17-დან 20ლარამდე შეგიძლიათ. მაგრამ თუ მაინც გეგმავთ სამზარეულოში ფუსფუსს, მაშინ მოგიწევთ შემდეგი პროდუქტების ყიდვა: ყველი-სულგუნი 12-დან 15ლარამდე ღირს, იმერული 8-დან 10ლარამდე, უცხოური წარმოების მაგარი ყველი 20ლარიდან და ზემოთ. ასევე მჟავეულის ასორტი-კიტრი 3-დან 4 ლარამდე, წიწაკაც 3-დან 4ლარამდე, ჯონჯოლი 6-დან 8 ლარამდე, კომბოსტო 2-დან 3ლარამდე ღირს. სოკო, რომელიც ბევრ კერძში გამოიყენება, მისი ღირებულება დამოკიდებულია, თუ როგორი სახის სოკოს შეიძენთ, კონსერვირებული 2-დან 5 ლარამდე ღირს, ხოლო ნედლი 1კგ 8 ლარი. გარდა ტრადიციული კერძებისა, ჩვენი სუფრის დამშვენება სხვადასხვა ქვეყნის სურსათითა და დელიკატესებით შეგვიძლია, თუმცა ამ შემთხვევაშიც ფასები სანუგეშო არ არის. შაშხის ფასი 15-დან 20ლარამდე მერყეობს, თუმცა სურვილის და შესაძლებლობის შემთხვევაში გაცილებით მაღალ ფასიანის შეძენაც შეგიძლიათ. სომხური წარმოების ბასტურმა და სუჯუხი კი 8-დან 9 ლარამდე ღირს, ზეთისხილის ფასი 2,50-დან 5 ლარამდე მერყეობს. ახლა კი შეუდექით თქვენი სუფრის მორთვას და დაელოდეთ 12 საათს, რათა შამპანიურით სავსე ჭიქებით ერთმანეთს წარმატება და ბედნიერება უსურვოთ და არ დაგავიწყდეთ მისი შეძენა, მისი ფასი საშუალოდ 8 ლარიდან იწყება. „ექსპრესნიუსი“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ მომავალი წელი წარმატებისა და ბედნიერების მომტანი იყოს, თქვენი სუფრები კი ყოველთვის მრავალფეროვანი და განსაკუთრებული ყოფილიყოს. სალომე ამირანაშვილი
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)