04:38 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 21:27:35, 1832 ნახვა

კომენტარი
დონდუა: ჟენევის ფორმატს თუ რამე სჭირდება, ეს არის მონაწილეების პოლიტიკური ნება, რომ გარანტირებული იყოს უსაფრთხოება

„ჟენევის ფორმატს თუ რამე სჭირდება, ეს არის არა რეფორმა, არამედ ყველა მონაწილის პოლიტიკური ნება, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს მშვიდობა, გარანტირებული იყოს უსაფრთხოება“, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა რუსი კოლეგის, გრიგორი კარასინის განცხადებას, რომელმაც დისკუსიების ფორმატის ცვლილება არ გამორიცხა.

როგორც დონდუამ აღნიშნა, ამ საკითხზე შეხვედრების დრო საუბარი არ ყოფილა.

„ჟენევის ფორმატის რეფორმირებაზე საუბარი არ ყოფილა. ეს ფორმატი ერთი მხრივ, არის უნიკალური და ძალიან კარგი ინსტრუმენტი, რათა უპასუხოს იმ ამოცანებს, რომელიც არის დასმული მის წინაშე. ფორმატი ეფუძნება საერთაშორისო სამართლის, იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტებს და ეს არის 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ამოცანა არის, რომ ამ ფორმატმა უპასუხოს გამოწვევებს უსაფრთხოების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა წარმოქმნილი”, – აღნიშნა დონდუამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics