12:53 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 11:38:37, 1391 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა სოფიო ხუნწარიას სთხოვა, 15 წლის გიგი ანთაძეს მაქსიმალურად დაეხმარონ

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიას 15 წლის გიგი ანთაძის საკითხის გადაწყვეტა სთხოვა, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში სხვადასხვა პროდუქციას ყიდის.

კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოზარდის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქში გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით, შესაბამისი რეგულაციები არსებობს.

„15 წლის გიგი ანთაძე, რომელიც ცერებრალური დამბლით არის დაავადებული, უკვე წლებია, რუსთაველის გამზირზე საკუთარი საცხოვრებლის სიახლოვეს, სხვადასხვა სახის ნივთებს ყიდის. ასაკის მიუხედავად, ბიჭუნა კერძო ბიზნესშია ჩართული. ბოლო პერიოდში, გიგი რუსთაველის გამზირზე, ფრეშ წვენებს ყიდის და საკუთარი შემოსავლის წყარო აქვს. იცით, რომ ჩვენ გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით შესაბამისი რეგულაციები გვაქვს, რომელიც ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ვერ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ გიგი ანთაძე ცალკეულად იყოს გამოყოფილი  და თავისი საქმიანობა განაგრძოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია მზადაა, მოზარდს მაქსიმალურად დაეხმაროს.

„მინდა დავავალო სოფიო ხუნწარიას, რომ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რათა ამ ახალგაზრდას, რომელმაც პატარა ბიზნესი და მცირე შემოსავალი თავისით შექმნა, ყველანაირი პირობა ჰქონდეს. თუ საჭირო იქნება, მეც ჩავერთვები და ფინანსურ დახმარებაზეც მზად ვართ. გიგის ამ მიმართულებით, ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics