12:53 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-27 19:11:07, 1467 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ქალთა გაძლიერების კვირეული გაიმართება

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ქალთა ყოველწლიური კონფერენცია - „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში” გაიხსნა.

"საქართველოს ბანკი" განაგრძობს ქალ მეწარმეთა მხარადჭერას და მეორე წელია მხარს უჭერს აღნიშნულ კონფერენციას. ქალთა გაძლიერების რიგით  მე-4 ყოველწლიური კონფერენცია წელს უკვე კვირეულის სახით ტარდება, რომელიც მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორიცაა: ფინანსებთან წვდომა, ქალი და ინოვაცია, ქალის როლი ტექნიკურ პროფესიებში.

კვირეულის მიზანია ქალების როლის გაძლიერება ქვეყნის მართვაში, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებაში. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ წარმატებული ქალბატონები როგორც კერძო და საჯარო სექტორებიდან, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ წლის ლიდერი ქალები ბიზნესში, მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციაში.

ქალთა გაძლიერების კვირეული USAID-ის პროექტის - „მმართველობა განვითარებისათვის” (G4G) საქართველოში, და „მეწარმე ქალთა საბჭო” (WBCG)-ის ორგანიზებით იმართა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics