23:29 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-25 12:20:48, 2134 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისია Facebook-ის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიიღებს

ევროკომისია Facebook-ის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიიღებს,- ამის შესახებ იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა ვერა იუროვამ განაცხადა.

მისი თქმით, სოციალური ქსელის 50 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემების ბოროტად გამოყენება მიუღებელია.

„Facebook-ისგან შემდგომ განმარტებებს მოვითხოვ, მაგალითად, იმის თაობაზე თუ რა დონით შეეხო მონაცემთა ბოროტად გამოყენება ევროპელ მომხმარებლებს. ეს სკანდალი სიგნალი უნდა გახდეს ყველა ჩვენგანისთვის. თუ როგორ ვეპყრობით პირად მონაცემებს, ამას მასშტაბური შედეგები შეიძლება ჰქონდეს“, - აღნიშნა იუროვამ. 

შეგახსენებთ, რომ  საქმე ეხება კომპანია Cambridge Analitica-ს გარშემო აგორებულ სკანდალს. როგორც აღმოჩნდა, ამ კომპანიამ სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელთა პირადი მონაცემები დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს  გადასცა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics