00:56 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 11:57:45, 701 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო პჯდ ცენტრებისათვის 8 ავტომანქანას შეიძენს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის მაღალი გამავლობის ავტომანქანების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება სრულდება 2018 წლის 2 აპრილს.

ავტომანქანები იმ ცენტრებს გადაეცემა, რომელთაც სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ავტომანქანები ჯერ არ მიუღიათ. აღნიშნულით დასრულდება რეგიონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ავტოპარკის შევსება.

უწყებამ 2014-2017 წწ - „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს გადასცა 43 მაღალი გამავლობის ავტომანქანა.

ჯანდაცვის ცენტრების ავტომანქანებით აღჭურვა უზრუნველყოფს სოფლის ექიმების მობილობას და გაუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდას.

ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ჩართულობით იფარება ავტომანქანების შენახვისა და საწვავის ხარჯები, ასევე მძღოლის ხელფასი.

პროგრამის ბიუჯეტი შედგენს 200 000 ლარს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics