|
2018-03-21 19:25:23, 748 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით ზუგდიდში რეგიონული კონფერენცია გაიმართა
ქალაქ ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონული კონფერენცია „მდ. ენგურთან „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები“ გაიმართა. კონფერენციაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. მათ შორის „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში ახალი მიდგომები“, „თხილის დაავადებები და ინვაიდერები: ახალი გამოწვევები და მათთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები“, „აზიურ ფაროსანასა და სხვა ინვაზიური მავნებლებისა და დაავადებათა მიერ გამოწვეული ახალი ჰუმანიტარული პრობლემები და რისკები“ და სხვა მნიშვნელოვანი თემები. ასევე ისაუბრეს მავნებლების წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ უკვე განხორციელებულ და მომავალში ჩასატარებელ ღონისძიებებზე. გაიცა პრაქტიკული ხასიათის რეკომენდაციები და რჩევები. საკითხების განხილვის შემდეგ კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კონფერენციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურიშვილი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ილიანა დერილოვა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორი და „გამყოფი ხაზის“ მიმდებარე ადმინსტრაციულ რაიონებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ფერმერები და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)