21:47 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-19 14:38:09, 6518 ნახვა

კულტურა
რუსთაველის თეატრში მანანა მენაბდის კონცერტი–მარათონი გაიმართება

20 მაისს 20:00 საათზე   რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე,  უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, დები იშხნელების შთამომავლის - მანანა მენაბდის კონცერტი-მარათონი გაიმართება.

სპეციალურად კონცერტისთვის თბილისში ჩამოვა მოსკოვში მოღვაწე ქართველი პიანისტი - ნიკა ნიკვაშვილი. მომღერლის თხოვნით, გაყიდული ბილეთების სრული თანხა დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში გადაირიცხება.

უკვე 30 წელია, მანანა მენაბდე საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობს. მომღერლის რეპერტუარი განახლდა, მოხდა ძველი სიმღერების ახლებური არანჟირება. კონცერტში მონაწილეობას იღებს კამერული ორკესტრი „კამერატა ჯორჯია“ და მოწვეული მუსიკოსები.

მანანა მენაბდე - ცნობილი ორკესტრის „რერო“ სოლისტი, მართავდა და ახლაც აგრძელებს კონცერტებს გერმანიაში, საფრანგეთში, მოსკოვში, ინგლისსა და უკრაინაში.  ჩაწერილი აქვს ათეულობით ალბომი, მუშაობდა, როგორც კომპოზიტორი რამდენიმე ფილმზე. ერთ-ერთმა ფილმმა „დღეს ღამე უთენებია“ ( რეჟისორი ლანა ღოღობერიძე) კანის ფესტივალზე მაყურებელთა სიმპათიის პრიზი დაიმსახურა. დაწერილი აქვს სიმღერები ცნობილი ქართველი პოეტების ტექსტებზე.

პროექტის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია “ART&SOCIETY”. პროექტი ხორციელდება: თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, საქართველოს კულტურის სამინისტროს და თბილისი საკრებულოს მხარდაჭერით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics