|
2018-03-19 16:12:25, 688 ნახვა
რეგიონი
აჭარაში სახანძრო და შრომის უსაფრთხოების შესახებ ტრენინგები იწყება
აჭარაში სახანძრო და შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები იწყება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი განთავსების ობიექტების 300-მდე თანამშრომლისთვის ტრენინგებს 27 მარტიდან გეგმავს. ერთთვიანი აქტიური სწავლებისას სასტუმროებისა და მსგავსი ტიპის ობიექტების მართველი გუნდი, ტექნიკური მენეჯერები და სხვადასხვა პოზიციის თანამშრომლები სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ძირითად სტანდარტებს გაეცნობიან. თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგების ძირითადი მიზანია მონაწილეებს გააცნოს სახელმწიფოს პოლიტიკა შრომის უსაფრთხოების სფეროში, მოსალოდნელი ცვლილებები კანონმდებლობასა და რეგულაციებში, ასევე საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესები. გარდა ამისა, თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგების მიზანია დაეხმაროს მონაწილეებს განავითარონ ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებისთვის საჭირო უნარები და ძირითადი კომპეტენციები, ხელი შეუწყოს ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემების განვითარებას. “ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონის ყველა ტურისტი, ვიზიტორი თუ ადგილობრივი, რომელიც სხვადასხვა სერვისის მომხმარებელია თავს გრძნობდნენ უსაფრთხოდ. ამიტომ ვიწყებთ ძალიან საჭირო ტრენინგებს სახანძრო და ზოგადად შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. ეს იქნება თეორიული და პრაქტიკული სწავლებები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სასტუმროებში თუ ობიექტებში პასუხისმგებელნი არიან საკუთარი თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხოებაზე. პროფესიონალი ტრენერები მონაწილეებთან ერთად დეტალურად გაივლიან ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც სახანძრო და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით აუცილებელია სასტუმროს ნორმალურად ფუნქციონირებისთვის, გააცნობენ მათ საერთაშორისო და ქვეყნის შიგნით ამ მიმართულებით არსებულ სტანდარტებს და კანონმდებლობას. პირველ ეტაპზე, ჩვენ სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულ 300-მდე მოქალაქეს, 80 სასტუმროდან გადავამზადებთ. მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კანონით დადგენილი კომპეტენციებით ვერ ანხორციელებს განთავსების ობიექტების მონიტორინგს, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ცნობიერების ამაღლებას ამ მიმართულებით და საგანმანათლებლო კუთხით გრძელვადიანი გეგმა შევიმუშავეთ. სამომავლოდაც გავაგრძელებთ ამ მნიშვნელოვან პროექტს და ვიმედოვნებთ, რომ კერძო სექტორი აქტიურად ითანამშრომლებს დეპარტამენტთან ამ მიმართულებით.“ განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. ტრენინგები უფასოა და მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ რეგისტრირებული განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს, რომელთაც სურთ უსაფრთხოების საკითხების კუთხით არსებული სტანდარტების გაცნობა და განთავსების ობიექტების გამართულად მუშაობა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტრენინგებს 27 მარტიდან დაიწყებს და აპრილის ბოლოს დაასრულებს. (NS)
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)