|
2015-05-19 12:51:01, 861 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილმა ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის რეგულაციები დაამტკიცა
პირველად სასჯელაღსრულების მსჯავრდებულებისა და ბრალდებულების ვიზუალური/ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის წესები განისაზღვრა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის, კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების რეგულაციები დააწესა. მინისტრის მოცემული ბრძანებით სამინისტრომ შეასრულა ასოცირების შეთანხმებით სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულება, რითაც მკაფიოდ განსაზღვრა ელექტრონული მეთვალყურეობის წესები და მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების, დაცვისა და განადგურების რეგულაციები. მოცემული რეგულაციებით მსგავსი სახის კონტროლი არ გულისხმობს ფარულ თვალთვალს და მიმართულია დაწესებულებაში სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად. გიორგი მღებრიშვილის მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, ადმინისტრაცია ვალდებულია ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის ადგილზე განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. ბრძანების მიხედვით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ელექტრონული მეთვალყურეობა და კონტროლი არ შეიძლება განხორციელდეს დაწესებულებაში არსებულ საერთო სარგებლობის საშხაპეებში, საერთო სარგებლობის საპირფარეშოებში და ხანგრძლივი პაემნებისათვის განკუთვნილ ოთახებში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. ბრძანება ვიზუალური ან ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელების თაობაზე შეიძლება გამოიცეს ვადით არაუმეტეს 3 თვისა და მას ხელს დაწესებულების დირექტორი აწერს. იმ შემთხვევაში თუ კონტროლის საფუძველი არ აღმოიფხვრა, დირექტორის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაცია მას აგრძელებს მეთვალყურეობის საფუძვლების აღმოფხვრამდე არაუმეტეს 3 თვის ვადით. ადმინისტრაცია ვალდებულია გააფრთხილოს ბრალდებული/მსჯავრდებული ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის განხორციელების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად ხელს თავად თვალთვალის ობიექტი აწერს. გადაღებული მასალა არანაკლებ 24 საათისა ინახება. თუ გადაღებული მასალა ასახავს სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნათა დარღვევის, სავარაუდო დანაშაულის ფაქტებს ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარდაცვალებას, ყველა ინფორმაცია დაუყოვნებლივ აისახება ინციდენტთა მართვის სისტემაში და არქივდება. დაარქივებული მასალის ან მისი ფრაგმენტის გადმოწერის თაობაზე გადაწყვეტილებას წერილობით იღებს მინისტრი, დეპარტამენტის თავმჯდომარე ან დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. დაარქივებული მასალა ინახება საქმის სამართალწარმოების დასრულებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადით. დაარქივებული მასალა ნადგურდება 1 თვიანი ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში საგანგებოდ შექმნილი კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობასაც ბრძანებით დეპარტამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)