|
2018-03-16 14:17:20, 1591 ნახვა
სამხედრო
აშშ-ის საზღვაო ხომალდი „ოუკ ჰილი“ ბათუმში ჩამოდის
ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის ხომალდი USS Oak Hill (LSD 51) [ოუკ ჰილი] რეგულარული დისლოკაციის ფარგლებში ბათუმს საპორტო ვიზიტით 17 მარტს ესტუმრება. საქართველოში ეს ხომალდისპირველი ვიზიტი იქნება. მისი შავ ზღვაში ყოფნის პერიოდში შედგება საპორტო ვიზიტები და ორმხრივი წვრთნები ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებსა და პარტნიორ ფლოტებთან. ხომალდის ოპერაციების მიზანია ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის საზღვაო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, მზადყოფნისა და საზღვაო ბრძოლისუნარიანობის გაძლიერება. ბათუმში საპორტო ვიზიტი ემსახურება კავშირების გამყარებას, რაც ადასტურებს საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულებას რეგიონში სტაბილურობის ხელშესაწყობად. ხომალდის სტუმრობა შავი ზღვის რეგიონში ამერიკასა და ნატოს პარტნიორებს შორის ინფორმაციის ადგილობრივი წარმომადგენლების ოფიციალურ მიღებასთან ერთად გაიმართება ტური ხომალდზე და Oak Hill – ის შავ ზღვაში შემოსვლის მიზანია აჩვენოს ამერიკის მხირდან ნაკისრი ვალდებულებებისადმი ერთგულება, რაც ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს. აღნიშნული საზღვაო ოპერაცია Atlantic Resolve-ის ფარგლებში მიმდინარეობს და მხარს უჭერს ნატოს ამერიკის მე-6 ფლოტი, რომლის სამმართველოც ნეაპოლში, იტალიაში მდებარეობს, მოკავშირე და უწყებათაშორის პარტნიორებთან ახორციელებს ერთობლივი და საზღვაო ოპერაციების სრულ სპექტრს, რათა, ამერიკის ეროვნული ინტერესების გაძლიერებასთან ერთად, უზრუნველყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა ევროპასა და აფრიკაში. ამერიკის ხომალდის ,,ოუკ ჰილის“ მეთაურია ფილიპ ნაითი, რომლის ეკიპაჟშიც 22 ოფიცერი და 400 პერსონალი შედის.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)