21:06 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-18 17:05:13, 752 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ „დირსის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური იპოთეკური სესხი შეიმუშავა

საცხოვრებელ კომპლექსში „დირსი“ ბინების შეძენის მსურველებს დღეიდან თიბისი ბანკი სპეციალური პირობებით სთავაზობს სესხს: მხოლოდ 15%-იანი თანადაფინანსება, გადახდის გრძელვადიანი გრაფიკი და შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთი - ეს ყველაფერი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, შეიძინოს ბინა „დირსის“ დასრულებულ საცხოვრებელ კომპლექსში მაქსიმალურად ხელმისაწვდომი პირობებით.

 დღეს საერთაშორისო დეველოპერული ჰოლდინგის „AS Group Investment“-ის შვილობილ კომპანიას „AS Georgia“-სა და თიბისი ბანკს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი პროექტის „დირსი“ შესახებ.  ახალი პირობები უფრო ხელმისაწვდომს ხდის ამიერკავკასიაში უმსხვილეს საცხოვრებელ კომპლექსში დასრულებული ბინების შეძენის შესაძლებლობას.

ამასთან ერთად, ჰოლიდინგმა „AS Group Investment“-ი მომავალი მობინადრეებისთვის რამდენიმე მომგებიანი შემოთავაზება შეიმუშავა. კერძოდ, დღეიდან, „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შეძენის მსურველებისთვის მოქმედებს ორი შეთავაზება: 2 ან 3 ოთახიანი ბინის შეძენის შემთხვევაში  მოქმედებს ფიქსირებული კურსი   1 USD = 2.0 GEL, რაც საკმაოდ მომგებიანი კურსია ლარის არსებულ ნიშნულთან მიმართებაში. გარდა ამისა, ყველა იმ მომხმარებელს, ვინც ივლისის ბოლომდე შეიძენს 3 ოთახიანი ბინას, საჩუქრად გადსაეცემა ავტომობილი Nissan Sunny-ს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics