03:02 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-18 11:37:07, 472 ნახვა

პოლიტიკა
რიგის სამიტზე ქართულ დელეგაციას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს

აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე ქართულ დელეგაციას პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ქართულ დელეგაციაში ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი შედის. 
როგორც კერესელიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ქართულ მხარეს აქვს მოლოდინი, რომ რიგის სამიტზე ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები დადებითად იქნება შეფასებული. 

„ჩვენ ჯერჯერობით დეკლარაციის ტექსტი არ ვიცით და არც ის  ვიცით კონკრეტულად რა ჩაიწერება, იქამდე ჯერ დროა. მაგრამ ვიმედოვნებთ, ის ფაზები , რომლებიც ამ ხელმოწერიდან დღემდე ჩვენ გავიარეთ დადებითად იქნება შეფასებული. რაღაც გვაქვს შეფასებული ხუთიანზე, რაღაც ოთხიანზე და ეს ოთხიანი როგორ უნდა გამოვასწოროთ, შეიძლება ამაზე იყოს მითითებები. მოლოდინი, რომ საქრათველოს მთავრობის ძალისხმევა დადებითად იქნება შეფასებული, ნამდვილად არის“, – აღნიშნა კერესელიძემ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტი 21–22 მაისს გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics