|
2018-03-03 17:45:25, 990 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ დედის დღე ომში დაღუპული გმირის დედას მიულოცა
მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან, მთავრობის წევრებთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ამირან მამალაძის დედას მარინა მიქელაძეს დედის დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. მთავრობის წევრებმა ქალბატონ მარინას გმირი შვილის გაზრდისთვის მადლობა გადაუხადეს. "მინდა მივულოცო ყველა დედას დღევანდელი დღესასწაული - დედის დღე! ვუსურვებ ყველა მათგანს ჯანმრთელობას, სიკეთეს, წარმატებებს. დღეს ჩვენ დედის დღე მივულოცეთ ქალბატონ მარინა მიქელაძეს, რომელმაც გაზარდა ნამდვილი გმირი შვილი, რომელმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას", - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
ამირან მამალძე სოფელ ბარათაულში 1985 წლის 21 ივლისს დაიბადა. დაამთავრა ბარათაულის საჯარო სკოლა. 2004-2008 წწ. სწავლობდა შ.რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2008 წლის 2 მაისს ჩაირიცხა ქართული ჯარის 53-ე ბატალიონის, მე-5 ბრიგადაში. დაიღუპა 9 აგვისტოს. დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. დედის დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების პროგრამის ფარგლებში, ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებს და მეუღლეებს 1,000-1,000 ლარი გადასცა.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)