|
2018-03-03 15:57:20, 895 ნახვა
რეგიონი
დავით სერგეენკო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამედიცინო საზოგადოებას და ადგილობრივი მუნიციპალიეტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა. მინისტრმა აუდიტორიას ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ახალი პილოტური პროგრამა წარადგინა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროექტი აივ შიდსის, ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის “ერთი ქოლგის ქვეშ” - პირველადი ჯანდაცვის დონეზე, მუნიციპალიტეტების ჩართულობით მართვას გულისხმობს. შეხვედრაზე აქცენტი წითელას შეკავების გზებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე გაკეთდა. აუდიტორიასთან ერთად ჯანდაცვის სხვადასხვა პროექტის მიმდინარეობა და სამედიცინო სექტორში არსებული სხვა აქტუალური საკითხებიც განიხილეს. არსებული გამოწვევების საპასუხოდ ჯანდაცვის უწყებასთან ერთად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების როლზე გამახვილდა ყურადღება. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო საზოგადოებას პერმანენტულ რეჟიმში ხვდება. ანალოგიური ფორმატის შეხვედრა მინისტრს იმერეთისა და აჭარის რეგიონში ჰქონდა. ღონისძიებას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)