|
2018-03-02 14:41:57, 942 ნახვა
რეგიონი
„რადიო თავისუფლება“: ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. სპეცრაზმია მობილიზებული - დაწესებულია საგანგებო მდგომარეობა
ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების სპეცრაზმებია მობილიზებული, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ქართული ბიურო2 წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, განსაკუთრებით ე.წ. ომონი აქტიურობს, რომელიც დაბაში ცხინვალიდან ჩაიყვანეს. წყაროების ცნობით, სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლები ახალგორში შემსვლელ და გამომსვლელ ავტომანქანებს ჩხრეკენ და ადგილობრივ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ საგანგებო მდგომარეობა რუსეთის პრეზიდენტის მოახლოებულ არჩევნებს და მოსალოდნელ პროვოკაციებს უკავშირდება. წყაროების თქმით, ოკუპირებული ახალგორის დე-ფაქტო გამგებელმა, ფილიპ ხაჩიროვმა დაბის მოსახლეობა შეკრიბა და მიტინგი გამართა. ხაჩიროვმა ახალგორელებს მოუწოდა, პროვოკაციის რისკის გამო სიფრთხილე გამოიჩინონ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)