16:18 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-02 11:52:27, 2258 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის პარლამენტში პრეზიდენტის არჩევის პროცედურა მიმდინარეობს

სომხეთის პარლამენტში პრეზიდენტის არჩევის პროცედურა უკვე დაიწყო.

პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი არმენ სარქისიანია, რომლის კანდიდატურაც მმართველმა კოალიციამ წარადგინა.

დეპუტატები ქვეყნის რიგით მეოთხე პრეზიდენტს ირჩევენ და ეს არის სომხეთის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ პარლამენტი ირჩევს.

სარქისიანს გუშინ პარლამენტში მოუსმინეს, მან სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით,  ის კორუფციის წინააღმდეგ იბრძოლებს და ეცდება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა  გააუმჯობესოს.

ხმის მიცემის პროცედურა დახურულია. შედეგები კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამოცხადდება.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics