23:06 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 18:21:16, 2007 ნახვა

სამართალი
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ზაზა ბაქრაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2013 წლიდან ცითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე ზაზა ბაქრაძე  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკვეს.

ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

ზაზა ბაქრაძე ამირან ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია.

„გამოძიებით დგინდება,  რომ 2004 წელს 24 ნოემბერს წერეთლის გამზირზე მოხმდარი შემთხვევის დროს, ზაზა ბაქრაძემ სხვა პირებთან ერთად, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა შემთხვევის ადგილზე მიიტანა. 2004 წელს ზაზა ბაქრაძე შსს-ში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა.იგი თბილისის მათავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსი იყო“,-აცხადებენ შსს-ში.

ზაზა ბქარაძეს 2013 წლის 7 თებერვალს ბრალი დაუსწრებლად წარწედგინა, რის საფუძველზეც მასზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა.

მას  ბრალად ცეცხლასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების  ბოროტად გამოყენება ედება.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics