16:17 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 10:30:21, 2211 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცალების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო, ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა აღნიშნა, შტატები ასევე შეშფოთებულია საქართველოს მოქალაქეების - ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავებით.

„შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის დაკავებისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეგიონში პატიმრობის დროს მისი დაღუპვის გამო. ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს. შეერთებული შტატები ასევე სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაპატიმრების გამო. მოვითხოვთ, მიეცეთ მათ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მეორე მხარეს თავისუფლად დაბრუნების საშუალება. შეერთებული შტატები მოითხოვს ტრაგიკული შემთხვევის გარემოებების სრულ გამოძიებას და მხარეებს კვლავ მოუწოდებს რეგიონში ნდობისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, დამატებითი ზომების მიღებაზე შეთანხმდნენ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა,საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics