22:54 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-24 16:46:59, 2331 ნახვა

პოლიტიკა
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კეკელიძე, ოფიციალური ვიზიტით, ქალაქ ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინას ეწვია.

შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა  მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ჰიბრიდული საფრთხეების თემებს მოიცავდა. შეხვედრას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი ხელმძღვანელობდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის წევრებმა მოკავშირეებთან ერთად განიხილეს შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და შავ ზღვაზე ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის  გაღრმავების გზები.

ნატო-ს შტაბ-ბინაში ვიზიტის დროს, თეიმურაზ კეკელიძე ჯეიმს აპატურაის პირადად შეხვდა.  შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე  და ამ მიმართულებით საქართველოს სანაპირო დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

თეიმურაზ კეკელიძემ ჯეიმს აპატურაის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის კუთხით მიღწეული პროგრესი, მიმდინარე პროექტები და საქართველოს სანაპირო დაცვის სამომავლო გეგმები გააცნო.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი,  ასევე, შეხვდა ნატო-ში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელს - ჯული ფიშერს. შეხვედრაზე მხარეებმა საზღვრის დაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის დინამიკა განიხილეს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics