13:46 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 18:34:15, 1669 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები 1 მარტიდან ჯანმრთელობის დაზღვევით ისარგებლებენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, უწყებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები2018 წლის 1 მარტიდან ჯანმრთელობის დაზღვევით ისარგებლებენ, ისევე, როგორც შტატიანი თანამშრომლები.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების სამოქალაქო ოფისში, გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში შრომითი ხელშეკრულებით 1315 პირია დასაქმებული. მათგან 1258 თანამშრომელი სადაზღვევო მომსახურებით ვერ სარგებლობდა.

ცვლილების მიხედვით, 1 მარტიდან ხელშეკრულებით დასაქმებული თითოეული პირი დამათი ოჯახის წევრები - მეუღლე და შვილი სს სადაზღვევო კომპანია „ჯი-პი-აი ჰოლდინგსა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბაზისო პაკეტით ისარგებლებენ.

ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომლებს სადაზღვევო კომპანია იგივე სადაზღვევო პირობებს სთავაზობს, რითაც თავდაცვის სამინისტროს შტატიანი თანამშრომლები სარგებლობენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics