|
2015-05-15 13:51:36, 847 ნახვა
ეკონომიკა
ჩაკრაბარტი: საქართველოს უფალმა დიდი წყლის რესურსი მისცა, რომელსაც მოვლა და ექსპორტზე გატანა სჭირდება
საქართველომ მოახერხრა იმის დემონსტრირება, რომ რეგიონში შესანიშნავი რეფორმები მიმდინარეობს, - ამის შესახებ EBRD-ს პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. EBRD-ს პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათ შესანიშნავი პირობები შექმნეს. EBRD-ს მიერ საქართველოში განოხრციელებულ და დაგეგმილ პროექტბეზე საუბრისას, სუმა ჩაკრაბარტიმ ყურადღება ენერგეტიკაზე გაამახვილა. „საქართველოს ამ მხრივ დიდი რესურსები აქვს, რომელსაც გამოყენება უნდა. საქართველოში ჩვენ უფრო ფართო, საფუძვლიანი პროგრამები გვაქვს, დაახლოებით 30-მდე პროექტია, რომელთა ჯამური ღირებულება 5 მილიონ ევროაზე მეტია. საქართველოს უფალმა დიდი წყლის რესურსები მისცა, რომელსაც მოვლა და ექსპორტზე გატანა სჭირდება. ქართული საბანკო სექტორიდან გვყავს აქციონერები, რომლებიც საუკეთესონი არიან. ჩვენ ასევე გვინდა ყურადღება გავამახვილოთ მცირე და საშუალო ბიზნესზე და ხელი შევუწყოთ არამხოლოდ დედაქალაქს, არამედ რეგიონებსაც. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ფართო მიდგომა, განვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან ნავთობსადენის პროექტსაც“, - განაცხადა ჩაკრაბარტიმა. რაც შეეხება შეკითხვას, თუ რა გავლენას ახდენს საქართველოს მთავრობის ბიუროკრატიული პოლიტიკა საინვესტიციო გარემოზე, EBRD-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო ბიზნესის კეთების კუთხით ერთერთი ლიდერი ქვეყანაა. „მსოფლიო ბანკის მიხედვით, საქართველო ამ კუთხით მე-15 ადგილზეა, თუმცა ამ კუთხით კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ხელი მოვაწერეთ საქართველოს მთავრობასთან ინვესტორთა საბჭოს შექმნის შესახებ პროექტს. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან თავად კერძო სექტორი მიუთითებს ხელისუფლებას, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებთ“, - განაცხადა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)