13:47 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 17:23:24, 1829 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლაში გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის მწერალ გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ირინა ქეცბა , აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგები,  აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და  აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და გურამ დოჩანაშვილის ღვაწლზე ისაუბრა.

მე-2 საჯარო სკოლის  მოსწავლეებმა მინი-სპექტაკლი მოთხრობიდან „მთის გადაღმა"  წარმოადგინეს. ასევე, წაიკითხეს გურამ დოჩანაშვილის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები და  ამონარიდები მისი შემოქმედებიდან.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics