|
2018-02-16 16:02:31, 1393 ნახვა
კომენტარი
მაღლაფერიძე: არსებობდა პრაქტიკა, რომელიც იყო კორუფციის, ნათესაობის და ყველა იმ უბედურების სათავე - ჩვენ ამას ვასწორებთ
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის განხილვისას შესყიდვების ნაწილზე ისაუბრა. მისი თქმით, არსებული კანონმდებლობით, ხარისხზე ორიენტირებული გადაცემის ყიდვა შეუძლებელია. მაღლაფერიძის განმარტებით, ტელევიზია გადაცემას შიდაწარმოებაში ხსნიდა, რადგან გარედან ფირმისგან და სტუდიისგან ყიდვა არ შეეძლო. ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, რომელიმე ფირმამ რომ საზოგადორებრივ მაუწყებელში გადაცემა მიიტანოს, მაუწყებელმა მისი თანამშრომლებიც უნდა აიყვანოს.მაღლაფერიძის შეფასებით, სწორედ ეს იყო კორუფციის სათავე.ვასილ მაღლაფერიძე შესყიდვების გამარტივების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. „საუბარია უმარტივეს რამეზე-არსებული მექანიზმით, შეუძლებელია, ხარისხზე ორიენტირებული გადაცემის ყიდვა. ამიტომ ტელევიზია რას შვებოდა? ზოგმა იცის, ზოგმა არ იცის. არ ცოდნა, არ ცოდვაა ამ შემთხვევაში. ტელევიზია აკეთებდა ასეთ რამეს, თანამშრომლებად გააფორმებდა აბსოლუტურად კანონიერად და შიდაწარმოებაში ხსნიდა გადაცემას, რადგან გარედან ფირმისგან და სტუდიისგან ვერ ყიდულობდა.ჩვენ ვამბობთ სწორედ, რომ გარეთ გვინდა გატანა და შიგნით არ გვინდა, ეს წარმოება განვითარდეს.გარეთ განვითარდეს სტუდიები. ვინც ამაში ჩახედულია და ამ საკითხს არ აყენებდა, ეს იყო არასწორი. დღევანდელი კანონმდებლობით ფირმისგან ვერ შეისყიდის საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ ფასით, ამის გამო შიგნით შემოდის, ანუ რომელიმე ფირმამ რომ გადაცემა მოიტანოს, არა, მე იმის თანამშრომლები უნდა ავიყვანო ცალკე, გავხადო ჩემი თანამშრომლები და მთელი ამბავი.ეს პრაქტიკა არსებობდა. ეს იყო კორუფციისაც, ნათესავობისაც და ყველა იმ უბედურების სათავე, ამას ვასწორებთ ახლა“,-განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ. ამასთან, მაღლაფერიძის განცხადებით, დღეს დირექტორს შეუძლია ყოველგვარი რეგულაციის გარეშე გახსნას ნებისმიერი გადაცემა, რასაც ეწინააღმდეგებიან. „ჩვენ ვითხოვთ ეს იყოს შემოტანილი იმ წესით, რასაც ჩვენ ვადგენთ. ამ წესს დაადგენს მენეჯმენტი და დაამტკიცებს სამეურვეო საბჭიო. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაასაჩივროს ჩვეულებრივად. გაასაჩივრებს იმ პროცედურებით, რაც საქართველოს კოდექსითაა გათვალისწინებული“,-აღნიშნა მაღლაფერიძემ. შესყიდვების ნაწილზე ისაუბრა სამეურვეო საბჭოს წევრმა გრიგოლ გოგელიამაც: „რაც შეეხება შესყიდვების ნაწილს, ერთის მხრივ აქ არის პროდუქციის ფასეულობაზე საუბარი, მეორეს მხირვ რისკზე, რომ არ მოხდეს გარკვეული კორუფციული გარიგება. კორუფციული გარიგება შეიძლება კომერციულ ორგანიზაციაშიც მოხდეს.მაგალითად, მფლობელისგან დამოუკიდებლად დირექტორი გაურიგდეს ვინმეს და ის პროექტი დააფინანსოს.თუ ფასეულობის ნაწილში ვილაპარაკებთ, ჩვენ ვართ ორიენტირებული მხოლოდ ხარჯების სტრატეგიაზე.როდესაც მაქსიმალურად სცდილობ ხარჯების შემცირებას პროდუქციის წარმოების დროს.ეს არის ერთ-ერთი ფორმა და არა ერთადერთი. მეორე ფორმა ეს არის ღირებულებითი სტრატეგია, რომელიც გეუბნება, რომ შენ გარკვეული ღირებულების შემთხვევაში შეიძლება ხარჯვა გქონდეს უფრო მეტი, მაგრამ აქ მოდის ტერმინი ფასეულობა დანახარჯთან მიმართებაში, მაგალითად BBC-ში ერთ-ერთი საკვანძო კრიტერიუმია, როდესაც ვაფასებთ მის ეფექტურობას. ჩვენ როცა ვამბობთ, მოგვეცეს საშუალება პროდუქცია ავარჩიოთ ფასეულობა დანახარჯთან მიმართებაში. არა ხარჯზე ორიენტირებული.შეიძლება დაგვიჯდეს რაღაც პროექტი ცოტა უფრო ძვირი, მაგრამ მას შეიძლება ჰქონდეს უფრო მეტი ფასეულობა“,-განმარტა გრიგოლ გეგელიამ და აქვე დასძინა, რომ ნებისმიერი პროცედურები დებულებით უნდა გაიწეროს.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)