11:41 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 00:10:47, 2426 ნახვა

მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილმა ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მიიღო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მას ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მისცეს. ამის შესახებ ოდესის ყოფილი გუბერნატორი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

როგორც სააკაშვილი აცხადებს, ის უკრაინის მოქალაქეობის დასაბრუნებლად ბრძოლას გააგრძელებს. 

„დღეს, ამსტერდამში, პირველად ბოლო პერიოდის განმავლობაში, ნამდვილი საბუთი გამიჩნდა , რომელიც ჩემს პიროვნებას ადასტურებს. ნიდერლანდებში ჩამოსვლისთანავე პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გადმომცეს, რომელიც ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მაძლევს. მთლიან პროცედურას სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა, მაგრამ მე, როგორც არასდროს, მტკიცედ ვარ განწყობილი, დავიბრუნო უკრაინის მოქალაქეობა“, - წერს სააკაშვილი.

ამასთამ, ყოფილმა პრეზიდენტმა გაავრცელა ფოტო, რომელიც ნიდერლანდებში საზოგადოებრივ ტრანსპორტშია გადაღებული და მას ხელში საბუთი უკავია. 

 

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics