|
2018-02-09 16:20:48, 839 ნახვა
რეგიონი
ვახტანგ ყოლბაია საფრანგეთის ელჩ პასკალ მენიეს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პასკალ მენიეს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. გადასასვლელების დახურვის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების საკითხზე. ასევე აზიური ფაროსანას მიერ გალის რაიონის მოსახლეობისათვის მიყენებულ ზიანზე. განიხილეს გალის რაიონში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მათ შორის მშობლიურ, ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და იძულებითი პასპორტიზაციით გამოწვეულ პრობლემებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კვალიფიციური და ხარისხიანი განათლების მიღების აუცილებლობაზე. ხაზი გაესვა ერთობლივი კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვის მნიშვნელოვან როლს ქართველებისა და აფხაზების დაახლოების პროცესში. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ. (NS)
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)