|
2018-02-07 19:48:28, 1923 ნახვა
სხვადასხვა
Bloomberg-ი სრიალის მოყვარულებს, საქართველოში, კერძოდ კი, გუდაურში ჩასვლას ურჩევს
სრიალის მოყვარულებისთვის Bloomberg-მა 5 ადგილი შეარჩია და იქ სტუმრობა ურჩია. სიის სათავეში საქართველო, კერძოდ კი გუდაური მოხვდა. შესაბამისი სია გამოცემამ საკუთარ ვებგვერდზე განათავსა. "მოგზაურები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეპყრობილები არიან თბილისის ხედებით, მისი უნიკალური კულინარიული ტრადიციებითა და საბჭოთა ეპოქის არქიტექტურით. „წადით თბილისში და ისრიალეთ გუდაურში”-ნათქვამია სტატიაში. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უნიკალურ კულინარიულ ტრადიციებსა და საბჭოთა ეპოქის არქიტექტურაზე. თბილისში ვიზიტის დროს აუცილებლად უნდა წახვიდეთ Fabrika-ში, რომელიც წარსულში საკერავი ფაბრიკა იყო, ახლა კი, იქ ბარები და ხელოვანთა სტუდიებია განთავსებული. ასევე უნდა ესტუმროთ კლუბ Bassiani-ს და დიდ გალერის, სადაც მსოფლიო დონის დიჯეები უკრავენ. თბილისი კომპაქტური ქალაქია, რომლის დასათვალიერებლად რამდენიმე დღე გეყოფათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მარტივად შეგიძლიათ წახვიდეთ გუდაურში, სადაც 2 სააათში მოხვდებით. გუდაური ევროპის საოცარ ახალ სამთო-სათხილამურო კურორტებს შორის ერთ-ერთია. გუდარი საქართველოს ყველაზე დიდი სათხილამურო კურორტია, რომელიც გთავაზობთ თოვლზე სრიალის სხვადასხვა ვერსიას"- წერს სტატიის ავტორი. ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ ვიზიტორებს შეუძლიათ "ყაზბეგის რუმსში" დაბინავდნენ, რომელიც როგორც ავტორი წერს სერვისით გამოირჩევა. თბილისის გარდა Bloomberg-ი სრიალის მოყვარულებს თურქეთის, ნორვეგიის, შვეიცარიისა და სლოვენიის ზამთრის კურორტებში მოგზაურობას ურჩევს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)