03:52 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 14:25:55, 1656 ნახვა

კომენტარი
ვეტერანთა დეპარტამენტის უფროსი: დოდო გუგეშაშვილის ოპერაცია დასრულდა - მას ფილტვი აქვს დაზიანებული

ვეტერანთა დეპარტამენტის უფროსის ვლადიმერ იმნაძის ინფორმაციით, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილის ოპერაცია დასრულდა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, გუგეშაშვილი საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, თუმცა სხვა დეტალები მისთვის უცნობია.

"საოპერაციოდან გამოიყვანეს. ზუსტად არ ვიცი სად ჰყავთ ამის შემდეგ გადაყვანილი. როგორც გვითხრეს ფილტვი აქვს გახვრეტილი. რაც შეეხება მომხდარს, არ ვიცი რა ვთქვა - არ გამიგია არანაირი კონფლიქტი", - განაცხადა ვეტერანთა დეპარტამენტის უფროსმა.

შეგახსენებთ, რომ მხედრიონის ყოფილ წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. უცნობმა პირმა გუგეშაშვილს და მის შვილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics