|
2018-02-07 11:22:13, 1418 ნახვა
კომენტარი
პრემიერმა ქართველ სპორტსმენებს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება უსურვა
მინდა, ჩვენს სპორტსმენებს კორეის ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება ვუსურვო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის შეფასებით, ეს მთელი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. "ოთხი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას ზამთრის თამაშებზე, ესენი არიან: იასონ აბრამაშვილი და ნინო წიკლაური - სამთო-სათხილამურო სპორტში, ასევე, გიორგი საღოიანი საციგაო სპორტში და მორის ყვითელაშვილი ფიგურულ ციგურაობაში. მე მინდა, მათ წარმატება ვუსურვო. საერთოდ, ოლიმპიური მოძრაობა ქვეყანაში არის უმნიშვნელოვანესი - ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების კუთხით და ჩვენ, რათქმაუნდა, ამას განსაკუთრებულად შევუწყობთ ხელს. მოგეხსენებათ, რომ სულ ცოტა ხნის წინ გახლდით შვეიცარიაში, ლოზანაში, სადაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ბ-ნ თომას ბახს შევხვდით და განვიხილეთ სამომავლოდ საქართველოში ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების პერსპექტივა. მარტის დასაწყისში ბ-ნი პრეზიდენტი აგზავნის დელეგაციას საქართველოში, რომელიც არსებულ მდგომარეობას შეისწავლის და ჩვენ დავდებთ სამოქმედო გეგმას, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ განვახორციელებთ. ვფიქრობთ, დაახლოებით 2030 წლის პერსპექტივისათვის, ჩვენ უნდა ავიღოთ ის ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური გეგმა, რომ ქვეყანა მოემზადოს ასეთი მასშტაბური ტიპის საერთაშორისო ღონისძიებისთვის. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს მთელი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა გთხოვოთ მთავრობის წევრებს, ასევე, ყველა იმ ინსტიტუციას, რომელსაც ეს საკითხი ეხება საქართველოში, რომ მაქსიმალურად რეალისტურად შევხედოთ ამ ყველაფერს. ეს არის ძალიან კონკრეტული ამბიციური გეგმა, მაგრამ ჩვენ თუ არ ავწიეთ ეს თამასა, ვერ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მოკლე პერიოდში სწრაფ განვითარებას, ამ მიმართულებით. თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, მე არ მგონია, რომ ვინმეს ახსნა სჭირდებოდეს. მხოლოდ იმის გამოცხადება, რომ საქართველოში ოლიმპიადა ჩატარდება და შესაძლოა ჩატარდეს - უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალისტური გეგმა, თუ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ და სწრაფად განვახორციელებთ როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებას ზამთრის კურორტებზე, ასევე, მთელი ქვეყნის ჩართვას ზამთრის სპორტულ სახეობებში. ჩვენ უკვე ძალიან ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული ამ მიმართულებით და ეს საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ბევრი კუთხით, მათ შორის: ეს არის ჩვენი მომავალი თაობების ჯანმრთელობა; ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 70 %-ის, რომელიც გახლავთ მთიანი რეგიონები, მთლიანად ამ პროცესში ჩართვა; ეს არის უამრავი ადამიანის დასაქმება, განსაკუთრებით, მთიან რეგიონებში; ეს არის ტურიზმი და თითოეული ახალი ტურისტი არის დამატებითი შემოსავალი საქართველოს ოჯახებში და ეს არის ტურიზმთან მომიჯნავე დარგების განვითარება, როგორიცაა: ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, სამომხმარებლო მიმართულება, კომუნიკაციები და ა.შ. ამიტომ, უზარმაზარი ჯაჭვური რეაქციის და უზარმაზარი ენერგიის მქონე საკითხს ვიწყებთ, რომელიც აუცილებლად მთელ ქვეყანაზე გავრცელდება.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)