08:45 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-06 10:51:08, 2399 ნახვა

მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობის ვადა ამოეწურა

6 თებერვლის ღამეს მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობის მოქმედების ვადა ამოიწურა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილს ბრალი პროკურატურამ 5 დეკემბერს წაუყენა. კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების მოქმედების ვადა 6 თებერვლის ღამეს იწურება და აღკვეთის ღონისძიება ავტომატურად უქმდება. ამის შემდეგ სააკაშვილის მიმართ არანაირი შეზღუდვები არ მოქმედებს, გარდა იმისა, რომ მან, როგორც ეჭვმიტანილმა, უნდა მიიღოს უწყებები და გამოცხადდეს საგამოძიებო მოქმედებებზე“, - აღნიშნა ადვოკატმა.

მისი თქმით, აღკვეთის ღონისძიების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად გენერალურმა პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს და წარმოადგინოს არგუმენტები და მიზეზები, თუ რატომ დაირღვა აღკვეთის ღონისძიების გაგრძელების შუამდგომლობის ვადები.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში კიევში 2017 წლის 8 დეკემბერს დააკავეს. 

ასევე, კიევის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საჩივარი უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.

რუსლან ჩერნოლუცკი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლებას საფუძველს აძლევს, სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიიდან გაიყვანოს, ექსტრადიციის ან დეპორტაციის ფორმით. იგი გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics