|
2015-05-14 12:32:30, 683 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო საუკეთესო ადგილია ინვესტიციების განხორციელებისთვის
„საქართველო ერთ–ერთი საუკეთესო ადგილია ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნესის წარმოებისთვის“, –ამის შესახებ საქარველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD–ის შეხვედრის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით,ხელისუფლების მიზანია, ბიზნესის ხელშეწყობისა და კერძო სექტორის გაფართოვების გზით ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას და ცხოვრების დონის ამაღლებას, რაც, პრემიერის შეფასებით, საქართველოს „ევროპულ ოჯახთან“ კიდევ უფრო დაახლოვებს. „ჩემთვის დიდი პატივია მოგესალმოთ საქართველოს მთავრობის სახელით და მადლობა გადაგიხადოთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმში მონაწილეობისთვის. ასეთი ფორუმი პირველად ტარდება ჩვენს რეგიონში, რაც კიდევ უფრო საამაყოსა და საპასუხისმგებლოს ხდის ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობას და ხაზს უსვამს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ჩვენი ქვეყნის ხანგრძლივ, მჭდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ თანამშრომბლობას, რომლის შედეგადაც გასულ წელს პრაქტიკულად გაორმაგდა ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციები, რომელმაც 200 მილიონ ევროს გადააჭარბა. ჩვენი თანამშრომლობის 22 წლის განმავლობაში მთლიანად ბანკის ინვესტიციებმა საქართველოს ეკონომიკაში 2 მილიარდ 600 მილიონი ევრო შეადგინა. ჩვენმა ქვეყანამ დიდი გზა გაიარა საბაზრო ეკონომიკის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპების მეტად დამკვიდრებისა და განმტკიცების გზაზე. გასულ წელს ჩვენმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშკერულებას, რაც ევროპული ინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა, ასოცირების ხელშეკრულების და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების სწრაფი განხორციელება.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)