18:17 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-03 13:43:54, 994 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდში გარემოვაჭრეების აქციაზე ერთი პირი დააკავეს

ზუგდიდში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების აქცია გრძელდება.

აქციის მონაწილეებმა დღეს იმ ადგილების დაკავება სცადეს, სადაც ზუგდიდის მერიამ გარევაჭრობა აკრძალა. სამართალდამცველებმა გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ დაპირისპირების დროს წინააღმდეგობის გაწევის გამო ერთი გარემოვაჭრე ადმინისტრაციული წესით დააკავა.

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, ორი გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა და ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეები უკვე ოთხი დღეა ითხოვენ, მერიამ მათი სოციალური მდგომარეობა გაითვალისწინოს და გარევაჭრობის უფლება მისცეთ. თუმცა, მერია გარევაჭრობის აკრძალვის თაობაზე, გადაწყვეტილების შეცვლას არ გეგმავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics