02:22 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 18:41:20, 1691 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: მარგველაშვილმა უღალატა იმ გუნდს, რომელმაც ის პრეზიდენტი გახადა

„ამ განცხადებით მარგველაშვილი ცდილობს თავად აიმაღლოს რეიტინგი, რომელიც მაღალი არ არის“, -  ასე შეაფასა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით.

უმრავლესობის წევრის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის პოსტის დაკავება მმართველი გუნდის მხარდაჭრის წყალობით მოახერხა.

"მან ყველაზე კარგად იცის ამ ქვეყანაში - რომ არა ხელისუფლების და სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერა, მისი რეიტინგი იქნებოდა ძალიან დაბალი და ის საქართველოს პრეზიდენტი ვერ გახდებოდა. მან სამწუხაროდ უღალატა იმ გუნდს, რომელმაც ის პრეზიდენტი გახადა. მარგველაშვილის შავი პიარი ნამდვილად არ სჭირდება "ქართულ ოცნებას", იმიტომ რომ მარგველაშვილი შეუძლებელია იყოს "ქართული ოცნების" წარმოდგენილი კანდიდატის კონკურენტი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics