|
2015-05-13 22:53:56, 776 ნახვა
ეკონომიკა
ლატვიის ფინანსთა მინისტრი ქართველ კოლეგას შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს რიმანტას შადჟიუსის EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში შეხვდა. ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივას. ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული მიმართულებით საქართველოს დადებით გამოცდილებას. „საქართველოს აქვს შესანიშნავი გამოცდილება გადასახადების ელექტრონული ადმინისტრირების მიმართულებით. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა შევისწავლოთ თქვენი გამოცდილება და ის მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც ლიტვის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ტრადიციულად უკვე დიდი ხანა არსებობს, მომავალშიც შევინარჩუნოთ და გავაღრმაოთ,“ - განაცხადა რიმანტას შადჟიუსიმ. მისივე თქმით, საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობებს შორის არსებობს შეთანხმება სამთავრობოთაშორისი კომისიის ფორმირების შესახებ, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების ეფექტურად წარმართვას ემსახურება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის თქმით, ლიტვის რესპუბლიკა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, დაინტერესებულია საგადასახადო და საბაჟო სფეროში ჩვენი ქვეყნის გამოცდილების გაცნობით, რისთვისაც ლიტვის ფინანსთა მინისტრი კვლავ გეგმავს თბილისში ჩამოსვლას.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)