03:24 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-30 20:13:04, 1923 ნახვა

საზოგადოება
მეტრო ”ვარკეთილი” მგზავრებს, სავარაუდოდ ხვალ, 06:00 საათიდან მოემსახურება

მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრების მომსახურებას, სავარაუდოდ, 31 იანვარს, დილის 06:00 საათიდან შეძლებს.

როგორც  „ექსპრესნიუსს“თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, „ვარკეთილის“ მეტროში დასუფთავების სამუშაოები დასრულებულია.

შეგახსენებთ, დღეს, დაახლოებით 10:30 საათზე მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბულში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციის ერთი თანამშრომელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება).

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics